კულტურა
წიგნმა „წყალდიდობა ზოოპარკში“ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია აიღო
მწერალთა სახლში გამართული იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის ერთ-ერთი გამარჯვებული თეა თოფურიაა.

თეა თოფურიასა და სონია ელიაშვილის ავტორობით, ,,წყალდიდობა ზოოპარკში'',   გამომცემლობა Edition Orient - მა დაბეჭდა.

პრემია წიგნს ორ ნომინაციაში მიენიჭა: საუეთესო პროზაული ნაწარმოები და საუკეთესო ილუსტრირებული წიგნიყველაზე პატარებისთვის (3-6 წლის ბავშვებისთვის).

პრემიები (2000 ლარი თითოეულს) გადაეცათ ტექსტის ავტორს თეა თოფურიას და ილუსტრატორს სონია ელიაშვილს.

წიგნი „წყალდიდობა ზოოპარკში“ ქართულ-გერმანულად გამოიცა ჯერ გერმანიაში, მოგვიანებით კი ქართულად საქართველოში.

მასში 2015 წლის წყალდიდობის შესახებ არის მოთხრობილი, კერძოდ როგორ გაიფანტნენ ცხოველები მთელ ქალაქში, მოგვიანებით კი ისევ ზოოპარკში დაბრუნდნენ.

აქ არის ლომი, რომელიც მატყუარა კაცთან ერთად მე-11 სართულზე ცხოვრობდა, პინგვინები, სათამაშოების მაღაზიაში დამალული ნიანგი, აივანზე ამძვრალი დათვი, რომელიც პატარა გოგონას დაუმეგობრდა და მთავარი გმირი, მოედანზე მოსეირნე ბეჰემოთი.
| Print |