კულტურა
ორი ჯუჯა და საქველმოქმედო კონცერტი ახალციხეში (ვიდეო)
დღეს, 26 დეკემბერს ახალციხის ცენტრალურ პარკში საახალწლო კონცერტი ჩატარდა.

17:00 საათზე ახალციხელი მაყურებლის წინაშე წარსდგა „ორი ჯუჯა“ - ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი მეგობრებთან ერთად. ასევე იმღერა ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთი“.

,,მესხეთის" შემდეგ ნინო გველესიანის, Dudey-ს და მარიამ ნანობაშვილის მონაწილეობით კონცერტი დაიწყო. პარალელურად გაიმართება საქველმოქმედო აქცია ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად.

მოეწყა ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება გაახალისეს ზღაპრის გმირების კოსტიუმებში გამოწყობილმა მსახიობებმა.
| Print |