კულტურა
ახალციხეში ნანა ინასარიძის ნაქარგების გამოფენა გაიმართა
ახალციხეში ნანა ინასარიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ახალგაზრდა მქარგველის ნამუშევრები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში განთავსდა.

"ვიქტორია", ,,წყვილი", "წმინდა მარიამი","პეპელა" და სხვა ნაქარგობის დათავლიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ავტორმა ნამუშევრები ტილოზე მოქარგა. მის ნამუშევრებში ჩანს ევროპული სიუჟეტები გერმანული ფერებით.
ნანა ინასარიძემ 2009 წლიდან ქარგავს.
ავტორი ერთ სტილს არ მიჰყვება და ამბობს, რომ ქარგვა მისი ჰობია.


| Print |