კულტურა
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს ახალციხეც შეუერთდა. თარიღი ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ღონისძიებით აღნიშნეს. ორგანიზატორებმა არჩევანი ამჯერად თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე შეაჩერეს. მათი ნაწარმოებები ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, სკოლის მოსწავლეებმა და ადგილობრივმა მწერლებმა და პოეტებმა წაიკითხეს. ბიბლიოთეკაში წიგნების გამოფენაც მოეწყო, სადაც სხვადასხვა ქართველი, თანამედროვე ავტორის ახალი გამოცემული წიგნები იყო წარმოდგენილი.

ღოინისძიებას ადგილობრივი მწერლები, სამხარეო ადმინისტრაციის და მერიის წარმომადგენლები, ასევე პირველი, მეორე, მეხუთე, მეექვსე და კერძო სკოლა „მზექას“მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.


| Print |