კულტურა
ევროვიზია 2020 გაუქმდა

 

მუსიკალური კონკურსი, რომელიც წელს ქალაქ როტერდამში უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ორგანიზატორების თქმით, მიზეზი კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების საფრთხეა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

"როდესაც დასავლეთ ევროპის ქვეყნები ახალი კორონავირუსისი პრევენციისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს მიმართავენ, მიღებულია გადაწყვეტილება ევროვიზიის კონკურის გაუქმების შესახებ", - წერს გამოცემა.

ევროვიზიის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელით თორნიკე ყიფიანი მონაწილეობდა სიმღერით Take Me As I Am.

ევროვიზია 2020 ნიდერლანდების სამეფოში 12-დან 16 მაისამდე უნდა გამართულიყო.
| Print |