კულტურა
„ალბათ ხარჯთაღრიცხვის ხარვეზია“ - ახალციხის მერი თეატრის ფინანსურ პრობლემაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შექმნილ ფინანსურ მდგომარეობას გამოეხმაურა. მისი თქმით, კულტურულ დაწესებულებაში არსებული ვითარება მერიასთან კავშირში არ არის. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, თვითმმართველობამ დროულად გადარიცხა.

მუნიციპალიტეტის პირველი პირი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ხარჯთაღრიცხვაში ხარვეზი არსებობს, რამაც თანხის დარიცხვა გააჭიანურა.

მესხეთის საელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა აპრილის თვის ხელფასი არასრულად მიიღეს. ადმინისტრაციამ განმარტა, რომ მერიიდან გადარიცხული თანხა სახელმწიფო ხაზინამ მათ ანგარიშზე არ ასახა.

თეატრი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოვლწლიურად ფინანსდება. 2020 წელს დაწესებულებას 80 ათასი ლარი ერგო.

| Print |