კულტურა
ახალციხეში 26 მაისი მოკრძალებულად, "მრავალჟამიერით" აღნიშნეს

 

ახალციხის ციხეზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მასშტაბური და ტრადიციული ღონისძიებების გარეშე აღნიშნეს. ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ „მრავალჟამიერი“ და რამდენიმე ხალხური სიმღერა შეასრულა. ღონისძიებას ახალციხის მერი მოადგილეებთან ერთად და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდა.

თარიღი ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნებოდა. წელს ეროვნული დღესასწაული ქალაქმა მოკრძალებულად, დროშების გამოფენით აღნიშნა.
| Print |