კულტურა
სააგენტოს ანგარიშზე ერთი თეთრი არ შემოსულა - ნიკოლოზ ანთიძე

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ამ დრომდე შემოსავლის გარეშეა - თანხა, რომელიც მუზეუმ-ნაკრძალების განვითარებას და თანამშრომლების წახალისებას უნდა მოხმარებოდა, ორგანიზაციას არ აქვს. სამი თვეა მუზეუმ-ნაკრძალები დაკეტილია, მანამდე კი ვიზიტორების მკვეთრი კლება დაფიქსირდა, რამაც რამდენიმე მილიონი დააკარგვინა. დიდი დარტყმა მივიღეთ - ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი. ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ 2020 წელმა მოლოდინი ვერ გაამართლა, თუმცა იმედოვნებს, რომ ზარალის ანაზღაურებას მომავალი წლიდან შეძლებენ. მანამდე კი, შიდა ტურიზმის წახალისებისთვის, სააგენტო შეღავათების დაწესებას გეგმავს.

 


| Print |