კულტურა
20 ივნისიდან უფლისციხისა და ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალები იხსნება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო პირველ ეტაპზე ორ ტურისტულ ობიექტს ხსნის. 20 ივნისიდან სტუმრებს ვარძიის და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალები მიიღებენ. უწყებაში ამბობენ, რომ უკვე მზად არიან, აღნიშნული სივრცეები ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით გახსნან.

ამასთან, შიდა ტურიზმის გასავითარებლად, სააგენტომ მუზეუმ-ნაკრძალებში შესვლის ღირებულება გაანახევრა. მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ვარძიის ბილეთის ფასი 7.50 ლარი იქნება.
| Print |