კულტურა
ტურისტულ ობიექტებზე პირველი დამთვალიერებლები გამოჩნდნენ
სამცხე-ჯავახეთის ტურისტულმა ობიექტებმა პირველი დამთვალიერებლები უკვე მიიღო.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი აღდგა. შემცირებული ტარიფებით და სპეციალური შეთავაზებებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი სხვადასხვა კულტურულ ობიექტებზე  დამთვალიერებლებსა და ვიზიტორებს სრულიად უფასოდ ან განახევრებული ტარიფით მასპინძლობს.

ახალციხის ციხეზე შესვლა ნებისმიერი მსურველისთვის ნებადართულია, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და წესების დაცვით.

ტერიტორიაზე შესვლამდე ყველა ვიზიტორს უკონტაქტო თერმოსკრინინგი უტარდება.

ციხის კომპლექსი ღიაა, ყოველდღე 09:00 საათიდან 19:00 საათამდე.

| Print |