კულტურა
სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა მუშაობა განაახლა
მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების გახსნა, ეტაპობრივად დაიწყო. 20 ივნისიდან სამცხე-ჯავახეთში მუშაობა განაახლა ვარიისა და სამცხე-ჯავახეთის ისტორიულმა მუზეუმმა.

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებელს შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიიღებს. პირველ ეტაპზე გაიხსნება ის მუზეუმები, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებს", - წერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგეტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პირველ ეტაპზე, 20 ივნისიდან სამცხე-ჯავახეთში დამთვალიერებელს მიიღებს ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი და სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი;

მესამე ეტაპზე - პირველ აგვისტომდე უნდა აღადგინოს მუშაობა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა.
| Print |