კულტურა
ქორეოგრაფიული ანსამბლების ნაწილი რეპეტიციებს ღია სივრცეში იწყებს
ახალციხეში აერობიკის ვარჯიშები განახლდება. ჯგუფში 10-მდე ადამიანი ირიცხება, ამიტომ მოქმედი შეზღუდვები მათ შეკრების საშუალებას არ უკრძალავს. რაც შეეხება ქორეგრაფული და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლებს, ისინი მუშაობას სავარაუდოდ, სექტემბრამდე ვერ განაახლებენ. ამის გამო, გაუქმდა ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილი ყველა ჩემპიონატი და ფესტივალი.

ანსამბლ „მესხეთის“ ხელმძღვანელმა გამოსავალი ღია სივრცეში რეპეტიციების ჩატარებაში ნახა. ლევან ქიმერიძე აპირებს, რომ მოცეკვავეები აბასთუმანში ავარჯიშოს.

| Print |