კულტურა
ახალციხეში გოჩა ნათენაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
დღეს, 17 ივლისს, ახალციხის ციხის ციტადელზე ახალციხელი მწერლის, გოჩა ნათენაძის წიგნის „უნაპირო ჰორიზონტების“ პრეზენტაცია გაიმართა.

მასში თავმოყრილია მწერლის მიერ, ბოლო ერთ წელში დაწერილი ლექსები. ღონისძიებას მისი შემოქმედებით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

მათ შორის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები და დირექცია.

კრებული დღეს პირველად ნახეს. ოჯახის წევრებმაც. წიგნი გოჩა ნათენაძის გულშემატკივრებმა გამოსცეს.

დღესვე მწერალი 60 წლის გახდა. იგი შეხვედრას ონლაინ დაესწრო. მწერალი ფსევდონიმით - მდგმური პროვინციელი მოღვაწეობს.

„უნაპირო ჰორიზონტები" გოჩა ნათენაძის მეორე წიგნია.ლექსების კრებული ავტორის მიერ შექმნილი ილუსტრაციებით არის გაფორმებული.


| Print |