კულტურა
აწყურის, ბიეთის და თისელის ეკლესიათა რესტავრაცია მიმდინარეობს
სამცხე-ჯავახეთში საკულტო ძეგლების კომპლექსური რეაბილიტაციის პროგრამა გრძელდება, რომელიც 2020 წლისთვის 30-მდე სარესტავრაციო პროექტს მოიცავს. პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და „ქართუ“ ფონდის თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება.

გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება საკონსერვაციო - სარესტავრაციო პროცესი სოფელ თისელის მე-7 საუკუნის ღვისმშობლის სახელობის დარბაზულ ეკლესიაზე, რომელიც ამ დრომდე სრულად იყო მიწაყრილით დაფარული. წლის ბოლომდე დასრულდება ამავე სოფლის წმინდა გიორგი სახელობის გუმბათიანი ტაძრის რესტავრაციაც, სადაც აღდგენითი სამუშაოები მესამე წელია მიმდინარეობს.

დაწყებულია სოფელ ბიეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის რეაბილიტაციაც, რომლის სრული რესტავრაციის დასრულებაც 2023 წელს იგეგმება. მასშტაბური პროექტების მიმდინარეობა, 21 ივლისს, სააგენტოს ხელმძღვანელმა მხარის გუბერნატორთან ერთად მოინახულა.

| Print |