ამინდი
ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა - როდემდე შენარჩუნდება არამდგრადი ამინდები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 აგვისტოდან 24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე ორ - სამ ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

რაც შეეხება ახალციხეს, 21 აგვისტოდან სინოპტიკოსები წვიმას პროგნოზირებენ.

პარ: დღისით + 16, ღამით +27

შაბ: დღისით + 12, ღამით +22

კვირა: დღისით + 11, ღამით + 19

ორშ: დღისით + 10, ღამით + 21




| Print |