კულტურა
ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთს სტუმრობს
ისრაელის ელჩი რან გიდორი სამცხე-ჯავახეთს სტუმრობს. რეგიონში მისი ვიზიტი სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულთან და ახალციხის მერთან შეხვედრით დაიწყო. საუბრისას მხარეებმა ძირითადი აქცენტი ტურისტულ სფეროზე გააკეთეს. რან გიდორმა დღესვე რაბათის უბანში უძველესი სინაგოგები მოინახულა და ებრაულ მემკვიდრეობას გაეცნო.

ელჩი სამცხე-ჯავახეთში კიდევ ორი დღით დარჩება და რეგიონის ტურისტულ ძეგლებს დაათვალიერებს.

რან გიდორი სამცხე-ჯავახეთს ორგანიზაციის „დანიშნულების ადგილის მართვის“ მოწვევით სტუმრობს.


| Print |