რელიგია
ახალციხის სინაგოგაში სათვალთვალო კამერები დაამონტაჟეს
ახალციხის უძველეს სინაგოგაში სათვალთვალო კამერები დაამონტაჟეს. ვიდეოკამერები ებრაულ სალოცავს კეთილისმსურველებმა უსასყიდლოდ გადასცეს.

მოქალაქეებმა სინაგოგის დახმარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც "მეცხრე არხმა" სალოცავის საჭიროებაზე სიუჟეტი მოამზადა. პანდემიის დროს დაცარიელებული სინაგოგა რომ შესაძლო კრიმინალის ობიექტი არ გამხდარიყო, მეთვალყურემ სიმონ ლევიშვილმა მუნიციპალიტეტის მერიას ვიდეოკამერებისთვის თანხის გამოყოფა სთხოვა, თუმცა, ორთვიანი ლოდინის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლებისგან უარი მიიღო.

სიმონ ლევიშვილის პრობლემა ახლა ინტერნეტია. იმისთვის, რომ სახლიდან კამერების შემოწმება შეძლოს, ამ მომსახურებით სარგებლობა მოუწევს. სინაგოგის ერთადერთი მცველი იმედოვნებს, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით, მალე ამ პრობლემასაც მოაგვარებს.

| Print |