კულტურა
11 თვე შემოსავლის გარეშე - ქორეოგრაფებს მუშაობის შეჩერება თებერვლამდე მოუწიათ
ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელთა მოლოდინი, რომ ცხრათვიანი წყვეტის შემდეგ რეპეტიციებს დეკემბრიდან მაინც გააგრძელებდნენ, არ გამართლდა. ახალი შეზღუდვების ამოქმედების გამო, მუშაობის შეჩერება თებერვლამდე მოუწიათ. 

ქორეოგრაფები ამბობენ, რომ 11 თვე შემოსავლის გარეშე დარჩენა, მათ ეკონომიკურ პრობლემებამდე მიიყვანს, რადგან ხშირ შემთხვევაში ანსამბლში ოჯახის წევრებთან ერთად არიან დასაქმებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითქმის ერთი წელი შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე რჩებიან.

| Print |