კულტურა
ახალციხის ფოლკლორულმა ანსამბლმა "მესხეთი" მუსიკალური ალბომი გამოუშვა
ფოლკლორულმა ანსამბლმა "მესხეთი" ახალი მუსიკალური ალბომი გამოუშვა. როგორც ანსამბლის წევრები აცხადებენ, სიმღერები საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სტუდიაშია ჩაწერილი.

ალბომში შესულია ოცი სიმღერა. ჩაწერილია როგორც ხალხური, ასევე ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები.

"მესხეთის" ახალი ალბომი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით გამოვიდა.

ფოლკლორული ანსამბლი "მესხეთი" 1949 წელს დაარსდა. იგი რესპუბლიკური და საერთაშოისო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატია. მის რეპერტუარშია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები, საგალობლები, ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მესხური სიღერების მოძიებასა და პოლულარიზაციას.
| Print |