კულტურა
ახალციხეში კედელი ცნობილმა მხატვარმა მოხატა

 

ქართველმა მხატვარმა გიორგი გაგოშიძემ ახალციხის ერთ-ერთი კაფის კედელი მოხატა. ნახატი რეგიონისთვის დამახასიათებელ ტოლერანტობასა და ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავებული ადამიანების თანაცხოვრობას ასახავს.

კედლის მხატვრობა დემოკრატ მესხთა–კავშირისა და ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" პროექტის ფარგლებში შესრულდა, რომელიც ახალციხიდან დაიწყო. ორგანიზატორების განმარტებით, ამის მიზეზი რეგიონის ეთნიკურობა და მრავალფეროვნებაა.

სამცხე-ჯავახეთის შემდეგ პროექტი საქართველოს დედაქალაქში, აჭარაში, ქვემო ქართლსა და კახეთში განხორციელდება.

პროექტი ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავებული ადამიანების უფლებების დაცვას ემსახურება.

 


| Print |