კულტურა
დროშების 6 წლის "სპეციალისტი" - ნიჭიერი ლუკა გელაშვილი დიდ შოუში
ლუკა გელაშვილი ცენტრალური სატელევიზიო შოუს კიდევ ერთი მონაწილეა, რომლის წარმომავლობაც ახალციხეს უკავშირდება. ლუკას მამა ირაკლი გელაშვილი ახალციხიდან თბილისში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადავიდა.

ლუკა გელაშვილმა "პატარების დიდ შოუში" მაყურებელი, დროშების გამოცნობითა და მასთან დაკავშირებული ისტორიებით გააოცა.

დროშების შესახებ ცოდნის გაღრმავებაში ლუკას მამა ეხმარება. მისი საყვარელი წიგნი "მსოფლიო დროშებია". უნდა რომ პროფესორი, მეცნიერი და სტომატოლოგი გამოვიდეს.

ლუკას თქმით, 4 წლიდან ისწავლა, თუ რომელი დროშა რომელ სახელწიფოს ეკუთვნის. ახლა კი დროშების გამოცნობას დედას და და-ძმას ასწავლის.

ლუკა გელაშვილის მონაწილეობით "პატარების დიდი შოუ" დღეს, 25 იანვარს გავიდა.

მანამდე შოუში მონაწილეობა ბარბარე ჭოჭუამ მიიღო.
| Print |