კულტურა
თეატრებისა და სასკოლო წრეების გახსნის თარიღი ცნობილია
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ანსამბლების, თეატრებისა და სასკოლო წრეების მუშაობის დაწყების თარიღი ცნობილია. სპორტის, განათლების და კულტურის მინისტრის განცხადებით, რეპეტიციების დაწყება 15 მარტიდან შეეძლებათ. 

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სპექტაკლების, კონცერტებისა და სპორტული ღონისძიებების გამართვა პირველი აპრილიდან არის შესაძლებელი.

პირველი მარტიდან განახლდება ბიბლიოთეკების და მუზეუმების მუშაობა.
| Print |