კულტურა
ახალციხის მუზეუმმა მუშაობა ელექტრო გამათბობლებით განაახლა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო სივრცე დღეს, ორ მარტს გაიხსნა. მენეჯერის ციური ლაფაჩის განმარტებით, მუზეუმმა პირველი მარტიდან ვიზიტორების მიღება გათბობის ცენტრალური სისტემის გაუმართაობის გამო ვერ შეძლო

იმის გამო, რომ დაზიანებული ნაწილი საქართველოში არ იყიდება და ის საზღვარგარეთიდან გამოიწერეს, მუზეუმის მუშაობის განახლების ვადამ გადაიწია. ადმინისტრაციამ გათბობისთვის ორი ელექტრო ქურა მიიღო, რომლის საშუალებითაც მუშაობა ორ მარტს განაახლა. 

„ორი ზედამხედველი მეყოლება, დღეგამოშვებით იქნებიან, რადგან ეს პრობლემა გვაქვს. ორი ელექტრო ქურა მოგვცეს და გავაგრძელებთ ისევ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, ფასებიც არ მომატებია, დარჩა ის რაც იყო პანდემიამდე" - ამბობს მუზეუმის მენეჯერი ციური ლაფაჩი.

საქართველოში მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები პირველი მარტიდან გაიხსნა.
| Print |