კულტურა
ასპინძაში საპატიო ასპინძელის შერჩევა დაიწყო
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია საპატიო ასპინძელს არჩევს. კანდიდატების წარდგენა მერიის კანცელარიაში პირველ აპრილამდეა შესაძლებელი.

"წოდება „საპატიო ასპინძელი“ შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ასპინძის მუნიციპალიტეტში უცხოვრია არანაკლებ 5 წელი და ასპინძის (საქართველოს წინაშე) აქვს განსაკუთრებული ღვაწლი და დამსახურება, ხოლო საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა თაობისათვის.  გამონაკლისი შემთხვევა დასაშვებია საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე", - წერია საკრებულოს დადგენილებაში. 

კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვთ:

ა) საზოგადოებრივ, შემოქმედებით კავშირებს და პროფესიულ ორგანიზაციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ) მუნიციპალიტეტის მერს;
დ) ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს;
ე) ფიზიკურ პირს, რომლის მიერ წამოყენებულ კანდიდატს მხარს უჭერს, ასპინძის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები არანაკლებ ასი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე.

კანდიდატურის წარდგენა ხდება წერილობითი ფორმით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:

ა)კანდიდატურის წარმდგენი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების შესახებ;
ბ)კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
გ) ბიოგრაფიული მონაცემები;
დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) ფიზიკური პირის მიერ წამოყენებული კანდიდატის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენია მხარდამჭერ პირთა ხელმოწერები, სამუშაო ჯგუფის მიერ გაცემული ფორმის შესაბამისად.

მოქალაქეს საპატიო ასპინძელის წოდების მინიჭების შემდეგ გადაეცემა მოწმობა, მედალი და ფასიანი საჩუქარი ან ფულადი ჯილდო.

| Print |