კულტურა
18 აპრილი ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღეა
18 აპრილს ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1984 წელს UNESCO-სა და ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელი მსოფლიო აღნიშნავს.
ამ დღის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.

2021 წლის 18 აპრილს საქართველო გელათის რეაბილიტაციის გადაუჭრელი პრობლემით ხვდება.

2014 წელს ჩატარებული 5-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, ძეგლი კვლავ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების საფრთხის წინაშეა. 2020 წელს ახალდაგებულ კრამიტში წვიმის წყალმა გაჟონა და ფრესკები დასველდა. ამ დროს გადაწყდა, რომ ძეგლის გადასარჩენად დროებითი, თუნუქის სახურავი უნდა მოეწყოთ.

რადიო ,,თავისუფლების" ინფორმაციით, გელათის სამონასტრო კომპლექსი "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. რეაბილიტაციის დაწყებამდე, დაზიანებების გამო, გელათი იმ ძეგლების სიაშიც მოხვდა, რომელსაც საფრთხე და იუნესკოს ნუსხიდან ამოღება ემუქრება.

იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის რეესტრშია შესული ხუთი ისტორიული ხელნაწერი: „საქართველოს ბიზანტიური ხელნაწერები”, ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“, „შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერთა კოლექცია”, „საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ხელნაწერები”, „ოთხთავი”.
| Print |