კულტურა
კახი კავსაძე გარდაიცვალა
მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრში ადასტურებენ.

მათი ინფორმაციით, მსახიობი დღეს გარდაიცვალა.

ის რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კახი კავსაძეს კორონავირუსი 28 ნოემბერს დაუდასტურდა. თავდაპირველად მისი მდგომარეობა მძიმე იყო და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა. 15 დეკემბერს ის ვირუსისგან გამოჯანმრთელდა, თუმცა შემდეგ ისევ საავადმყოფოში მოათავსეს.
| Print |