კულტურა
ქალაქის დღესასწაულზე საპატიო ახალციხელები გამოავლინეს
ახალციხელობის დღესასწაულზე 2020 და 2021 წლის საპატიო მოქალაქეები გამოავლინეს. რვა პირი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალციხის ციხეზე დააჯილდოვეს.

2020 წლის საპატიო ახალციხელები არიან:

ანზორ თამარაშვილი - მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, ლოტბარი;
ჰაიკ ბალასანიანი - მესაათე;
ამირან ბლუაშვილი - მეეზოვე;
ოლღა ივანიძე - შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის აღმშენებელი. 

2021 წლის საპატიო ახალციხელები:

მეუფე საბა გიგიბერია - ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტი;
ტიგრან მელქონიანი - საკრებულოს წევრი;
ზაზა თამარაშვილი - ფოლკლორულ ანსამბლ "მესხეთის" ხელმძღვანელი, ლოტბარი;
ამირან გოგოლაძე - MMA-ს მებრძოლი;

საპატიო ახალციხელები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.

| Print |