კულტურა
ახალციხეში ქალებმა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გამართეს
ახალციხეში შემოქმედ ქალთა ფესტივალი გაიმართა. ადგილობრივმა ქალებმა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს.

მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამკაულები, ნახატები და აქსესუარები გამოფინეს. ფესტივალში 17 ქალი მონაწილეობდა.

შემოქმედ ქალთა ფესტივალი ახალციხეში პირველად გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.

| Print |