კულტურა
ახალციხეში საახალწლო ღონისძიებები დასრულდა
ახალციხის ცენტრალურ პარკში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, საახალწლო ღონისძიებები დასრულდა.

ბოლოს ბავშვებისთვის თოჯინების თეატრის წარმოდგენა გაიმართა, სადაც პატარებმა უფროსებთან ერთად, სპექტაკლი „მზიანი საქართველო“ იხილეს.

მოგვიანებით, საახალწლო კონცერტზე მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარდგნენ.

სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ნომრებთან ერთად სტუდია „პალიტრის“ მომღერლებმა საახალწლო სიმღერები შეასრულეს.

ცენტრალურ პარკში კიდევ ერთი ღონისძიება შვიდ იანვარს ჩატარდება.

| Print |