კულტურა
„ესმამ დაქოქა მანქანა“ - პრემიერა თოჯინების თეატრში

8 მაისს ახალციხის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში პრემიერა სახელწოდებით „ესმამ დაქოქა მანქანა“ - გაიმართა. სპექტაკლის რეჟისორი ელენე მაცხონაშვილია, ხოლო პიესა დრამატურგ ალექს ჩიღვინაძეს ეკუთვნის.

8 მაისსვე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ბავშვებისა და მშობლებისთვის განკუთვნილი, კულტურულად მგრძნობიარე და ასაკის შესაბამისი სპექტაკლების მომზადებას და ამ გზით, გენდერული თანასწორობის მიღწევის და საზიანო პრაქტიკების პრევენციის ხელშეწყობას.

სპექტაკლი მომზადდა პროგრამის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
| Print |