კულტურა
მესხეთის თეატრში ბულგარელი რეჟისორის სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართა. 29 და 30 მაისს, თეატრის მცირე სცენაზე, სტეფან ცანევის ,,ცხოვრება - ეს ორი ქალია"- გათამაშდა.

სპექტაკლში მესხეთის თეატრის მსახიობები: ლია სულუაშვილი, ნიკოლოზ გოგიძე და ერისთავის თეატრის მსახიობი ლიკა კევლიშვილი მონაწილეობდენ.

მისი რეჟისორი ბულგარელი ნევენა მიტევაა.
| Print |