კულტურა
მესხეთის თეატრი დღეს კიდევ ერთ პრემიერას გამართავს
8, 9 და 10 ივნისს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი მორიგ წარმოდგენას გამართავს. ნოდარ დუმბაძის ,,მზიანი ღამე" თეატრის დიდ სცენაზე, 19 საათზე გათამაშდება.

სპექტაკლის რეჟისორი ლია სულუაშვილია, მასში მონაწილეობას კი: მანანა ბერიძე, მანუჩარ გოგოლაური, ანდრია ვაჭრიძე, კოტე კახიშვილი, იური სუდაძე, ხათუნა ღუღუნიშვილი, ლექსო ჩემია და ანი ხუბუტია მიიღებენ.
| Print |