კულტურა
მესხეთის თეატრში მორიგი პრემიერა გაიმართება
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ერთგულ მაყურებელს მორიგ პრემიერას სთავაზობს. ორ მოქმედებიანი კომედია "თაღლითობა და სიყვარული" 12 აგვისტოს 19 საათზე გაიმართება.

თეატრალური წარმოდგენა კენ ლუდვიგის პიესის "პრიმადონების" მიხედვით, რეჟისორმა მალხაზ ასლამაზაშვილმა მოამზადა.

ბილეთის ფასი 6 ლარია.
| Print |