კულტურა
რა უჯდება ღამის შოუს ბენდის კონცერტი ადიგენის მერიას?
12 აგვისტოს, ადიგენის ცენტრალური პარკის მიდებარედ ღამის შოუს ბენდის კონცერტი გაიმართება. ღონისძიებას ორგანიზებას ადგილობრივი მერია უწევს. კონცერტზე 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ნებსმიერ მსურველს შეეძლება.

"საღამოს გახსნის ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, რომელიც სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ.

ეს ის დღეა, რომელსაც აუცილებლად უნდა დაესწროთ. გთხოვთ მობრძანდეთ",
- წერია ადიგენის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორაციაში.

ღონისძიება ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნება. 

ხელშეკრულების თანახმად, ღამის შოუს ბენდის კონცერტი მერიას 13 850 ლარი უჯდება.
| Print |