კულტურა
ადიგენში სახალხო დღესასწაული "ადიგენლობა" დაარსდება
ადიგენში სახალხო დღესასწაული "ადიგენლობა" დაარსდება. მუნიციპალიტეტის მერმა სიახლე მოსახლეობას ახალგაზრდობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე გააცნო. გოჩა ქიმაძის თქმით, "ადიგენლობის" დღესასწაულს ყოველწლიურად 14 მაისს თამარ მეფის ხსენების დღეს იზეიმებენ.

დღესვე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივი წარმატებული ახალგაზრდებისთვის მერის სტიპენდიის დაწესებაზეც ისაუბრა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების სტუდენტებს, ერთი სემესტრი, სრულად დაუფინანსდებათ.
| Print |