კულტურა
გამოფენები, კონცერტი, ფერების ფესტივალი - ახალციხეში ახალგაზრდობის დღე აღნიშნეს
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ახალციხეში ღონისძიებით აღნიშნეს. ახალციხის ციხის ციტადელზე ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, რის შემდეგაც კომპლექსის მთავარ სცენაზე ახალგაზრდული ფესტივალი გაიხსნა.

მოეწყო სამაგიდო თამაშების ვორქშოფი ახალგაზრდებისთვის, ასევე საგამოფენო ინსტალაცია: “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“. ახალგაზრდული საქმიანობისა და შესაძლებლობების გამოფენა.

ღონისძიებები ფერების ფესტივალით და გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც მომღერლები მებო ნუცუბიძე, მასტერი და ნათია დუმბაძე მონაწილეობდნენ.

| Print |