კულტურა
"თაღლითობა და სიყვარული" - სეზონის ბოლო პრემიერა მესხეთის თეატრში

 

მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სეზონის ბოლო პრემიერა გაიმართა. "თაღლითობა და სიყვარული" ორმოქმედებიანი კომედიაა, წარმოდგენა კენ ლუდვიგის "პრიმადონების" მიხედვით, რეჟისორმა მალხაზ ასლამაზაშვილმა მოამზადა. მანვე თარგმნა პიესა, რაშიც თუმანიშვილის პრემია მიიღო.

სპექტაკლი საქართველოში პირველად დაიდგა. ამ პრემიერით დასი მაყურებელს ახალ თეატრალურ სეზონამდე დაემშვიდობა.

2022 წლის ექვს თვეში თეატრმა ხუთი პრემიერა დადგა.

 


| Print |