სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ „ნატვრის ხესთან“ მსურველებს სურვილის ჩაფიქრება შეუძლიათ. ბორჯომის მერიის ინფორმაციით დღესასწაულის წლევანდელი მთავარი მესიჯი სწორედ ეს არის.
16:00 სთ-დან ადგილობრივი ვოკალური ანსამბლების კონცერტი დაიწყება, ქუჩის ორკესტის მონაწილეობით მოეწყობა პერფორმანსი. წარმოდგენილი იქნება ღია კინოთეატრი ძველი ქართული ფილმების რეტროსპექტივით, გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება ბავშვებისათვის.
სახალხო დღესასწაული ფოიერვერკით და საზეიმო ვახშმით დასრულდება.