კულტურა
ბორჯომში ქალაქის დღესასწაულს ზეიმობენ
დღეს ბორჯომის მოსახლეობა ქალაქის დღესასწაულს ზეიმობს. "ბორჯომობა 2022" ცენტრალური პარკის მიმდებარე მოედანზე ხელნაკეთი სუვენირების და წიგნების გამოფენა-გაყიდვით გაიხსნა.

"ბორჯომობის" დღესასწაულის პროგრამის ფარგლებში სამეწარმეო მარკეტი მოეწყო. ცენტრალური პარკის მიმდებარედ მეწარმეებმა საკუთარი ხელნაკეთი ნივთები და წიგნები წარმოადგინეს.სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ „ნატვრის ხესთან“ მსურველებს სურვილის ჩაფიქრება შეუძლიათ. ბორჯომის მერიის ინფორმაციით დღესასწაულის წლევანდელი მთავარი მესიჯი სწორედ ეს არის.16:00 სთ-დან ადგილობრივი ვოკალური ანსამბლების კონცერტი დაიწყება, ქუჩის ორკესტის მონაწილეობით მოეწყობა პერფორმანსი. წარმოდგენილი იქნება ღია კინოთეატრი ძველი ქართული ფილმების რეტროსპექტივით, გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება ბავშვებისათვის.

ოჯახებს ექნებათ საშუალება, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოებოები საგანგებოდ მოწყობილ „ფოტო კუთხეში“ და ე. წ. „გაცოცხლებულ სურათებში“;

19:00 საათზე ბორჯომის საპატიო მოქალაქეები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან.

19:30 საათზე ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით, გალა-კონცერტია დაგეგმილი.სახალხო დღესასწაული ფოიერვერკით და საზეიმო ვახშმით დასრულდება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას "ბორჯომობა 2022"-ის გამართვა 84 000 ლარზე მეტი უჯდება.


გამოყენებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფოტოები
| Print |
თეგები: ბორჯომობა /