კულტურა
ახალციხეში საგუნდო საზოგადოების კონცერტი გაიმართა

ახალციხის ციხეზე, კულტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის ეგიდით, საგუნდო საზოგადოების კონცერტი გაიმართა. საქართველოში არსებულმა საგუნდო კოლექტივებმა მაყურებლისთვის მსოფლიო და ქართული საგუნდო მუსიკის ნიმუშები შეასრულეს.

ახალციხის შემდეგ, ღონისძიება ბათუმში, ქუთაისსა და სალხინოში გაიმართება. კონცერტები კულტურის სამინისტროს კონკურსის „კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ ფარგლებში ტარდება. 

საკონცერტო ტურნეს მიზანი, საქართველოს რეგიონებში საგუნდო მუსიკის პოპულარიზაციაა.

| Print |