კულტურა
შევიკრიბეთ მეწარმეები - ალუდა ჯვარიძე პურის ფესტივალზე (ვიდეო)
„პურის ფესტივალი“ 2010 წლიდან, მეოთხედ იმართება ახალციხეში. ფესტივალის მიზანია ხორბლის ადგილობრივი ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა. 
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს მსახიობებმა, მოცეკვავეთა და მომღერალთა ანსამბლებმა რეგიონიდან და თბილისიდან.

ფესტივალზე ერთმანეთს შეხვდნენ ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებლები და მომხმარებლები. ასევე, გაიმართა გასართობი ღონისძიებები მოზარდებისთვის და ბავშვებისთვის. ჩატარდა ვიქტორინა ხორბლის, პურის და რეგიონის ეთნოლოგიური ღირსშესანიშნაობის თემაზე და გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები.
| Print |