კულტურა
მესხეთის თეატრში დღეს, სპექტაკლზე დასწრებას 10 ლარის ნაცვლად 5 ლარად შეძლებთ
მესხეთის თეატრში დღეს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სპექტაკლზე დასწრებას 10 ლარის ნაცვლად 5 ლარად შეძლებთ. ამის შესახებ ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"მესხეთის თეატრი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გაცნობებთ, რომ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, თეატრის გადაწყვეტილებით, სპექტაკლზე დასწრებას 10 ლარის ნაცვლად, 5 ლარად შეძლებთ.

ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ სპექტაკლს - "ხალდე".

სპექტაკლი სწორედ დამოუკიდებლობის თემატიკაზე.

წარმოდგენა დაიწყება 19:00 საათზე! გელოდებით "
- ნათქვამია განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ ეროვნული დრამატურგიის მეშვიდე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალი გრძელდება.

გთავაზობთ დარჩენილი სპექტაკლების განრიგს:

26 მაისი - დმანისის ზ. კვერენჩხილაძის სახ. პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
ნინია სადღობელაშვილი „ხალდე“ რეჟ. გიორგი სიხარულიძე

27 მაისი - თელავის ვაჟა-ფშაველას სახ. პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
თამაზ ჭილაძე ,,ლიბიდო" რეჟ. გოგი ჩაკვეტაძე

28 მაისი - თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
გიორგი ერისთავი ,,უჩინმაჩინის ქუდი“ რეჟ. ციცინო კობიაშვილი

29 მაისი
- თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრი
ნოდარ დუმბაძე ,,თეთრი ბაირაღები" რეჟ. ოთარ ქათამაძე

30 მაისი - გორის გ. ერისთავის სახ. პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის მიხედვით ,,მე მოვალ - სიზმარი“ ნიკოლოზ ჰაინე - შველიძე
დასაწყისი 17:00 სთ (მცირე სცენა)

30 მაისი - ჭიათურის ა. წერეთლის სახ. პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
დავით კლდიაშვილი ,,დარისპანის გასაჭირი" რეჟ. გოჩა კაპანაძე

31 მაისი
- თურქეთი, ტრაპზონის სახელმწიფო თეატრი
მატეი ვისნიც ,,ვეძებთ მოხუც კლოუნს“ რეჟ. მურათ ქიდამლი

1 ივნისი - მოლდავეთი, იონ ლუკა კარაგეალის ეროვნული სატირული თეატრი
უილიამ შექსპირი ,,HAMLET” რეჟ. ალექსანდრე გრეკუ

2 ივნისი - მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
რ. ერისთავი, ავქს. ცაგარელი ,,ვოდევილები“ რეჟ. კახა გოგიძე
| Print |