კულტურა
ადიგენში მუსიკალური საღამო იმართება

ადიგენში "მუსიკალური საღამოები" იმართება. სტუმრებს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, შემეცნებითი სტენდები და მოსასვენებელი სივრცეები დახვდებათ.

ცენტრალური პარკის მიმდებარედ წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი მეწარმეები, მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბავშვების განწყობაზე ანიმატორები და ზღაპრის გმირები იზრუნებენ, ასევე გაიმართება მასტერკლასები, მოეწყობა თემატური ფოტოზონები, სადეგუსტაციო და კვების ზონა.

საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: სოფო გელოვანი; თემურ თათარაშვილი, აჩიკო ცანკაშვილი, გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე, თემურ ყვითელაშვილი, დავით მაზანაშვილის ბენდი.

"მუსიკალური საღამოები" მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში და დაბა ბაკურიანში ყოველ შაბათ-კვირას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

მუსიკალური საღამო ხვალ ახალციხეში გაიმართება.

| Print |