კულტურა
ახალციხეში, ფესტივალი - ღვინის დღეები გაიმართება

დღეიდან, ქვეყანაში ღვინის დღეები დაიწყო. ფესტივალი სტარტს დედაქალაქიდან აიღებს და ჯამში 23 მუნიციპალიტეტში გაიმართება. ფესტივალი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება.

ღვინო, კონცერტები, გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის, გამოფენა გაყიდვები და კვების ობიექტები. ფესტივალის ორგანიზატორის განცხადებით, დედაქალაქის ღონისძიებაზე, 50-მდე ქართული ღვინის მარანი იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალს 10 ოქტომბერს, ახალციხის ციხე უმასპინძლებს.
| Print |