კვლევის ცენტრის წევრებმა ადიგენის მუნიციპალიტეტის 120-მდე სოფლიდან და ნასოფლარიდან 55-მდე სოფელი/ნასოფლარი მოიარეს. ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ წლევანდელისგან განსხვავებითმ წინა ექსპედიციაში 60-მდე შეძლეს.
,,დაფიქსირდა და აღიწერა 130-მდე კულტურის ძეგლი თუ ცალკეული არტეფაქტი. გარდა ამისა, დაფიქსირდა რამდენიმე ლაპიდარული წარწერა.
ადიგენის კვლევას ოქტომბერ-ნოემბერში კვლავ გავაგრძელებთ. განსაკუთრებული მადლობა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერისთვის" - აღნიშნავენ ცენტრის წევრები.
პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.
ექსპედიცია ადიგენში 10-27 სექტემბრის პერიოდში იმყოფებოდა.