კულტურა
თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება
ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრში დღეს, 25 ოქტომბერს პრემიერა გაიმართება.

მსახიობები ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმას" გააცოცხლებენ. წარმოდგენა ზრდასრული მაყურებლისთვისაა განკუთვნილი და დასწრებას მხოლოდ 18+ ასაკის ადამიანები შეძლებენ.

სპექტაკლის რეჟისორი მარიამ სიხარულიძეა, წარმოდგენა კი 19:00 საათზე დაიწყება.
| Print |