კულტურა
ანსამბლი “ლომსია” ამერიკაში გაემგზავრება
ქორეოგრაფიული ანსამბლი “ლომსია” და “მესხეთის უნივერსიტეტი” ამერიკაში გაემგზავრებიან.

მესხმა მოცეკვავეებმა ფესტივალ - კონკურსში “გახდი ოსკაროსანი” - მიიღეს მონაწილეობა და უმაღლესი პრიზი დაიმსახურეს. ოსკაროსანი ანსამბლი კი ლას ვეგასში გამგზავრება.

"ეს დიდი გამარჯვებაა ჩვენი რეგიონისთვის და ყველას ვუსურვებთ წარმატებას"
- აცხადებს ანსამბლის ქორეოგრაფი ქრისტინე მენაბდიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ანსამბლმა საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზეც მოიპოვა ჯილდო.
| Print |