კულტურა
ახალციხის სამუსიკო სკოლამ კონკურსში გაიმარჯვა
ახალციხის სამუსიკო სკოლამ კულტურის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ გაიმარჯვა. შედეგად, სკოლას ახალი როიალი გადაეცა. 

კონკურსი წლის განმავლობაში რამდენიმე ატაპად ცხადდება და მისი სრული ბიუჯეტი 700 000 ლარია. 

კონკურსის მიზანია თავისუფალი შემოქმედებითი და სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების, ახალი იდეების განხორციელების ხელშეწყობა და ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება.

კონკურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, ანიმაცია, ფოტოგრაფია, მედიახელოვნება, კინო, ლიტერატურა/მწერლობა, სახელოვნებო არაფორმალური განათლება. კონკურსს სამინისტრო 2021 წლიდან აცხადებს.

| Print |