კულტურა
ასპინძაში "შოთაობის" აღნიშვნისთვის ემზადებიან
29 სექტემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ტრადიციული ,,პოეზიის სახალხო დღესასწაული - ,,შოთაობა-2024’’ გაიმართება.

კულტურული და სპორტული ღონიძიებები 12:30 დაიწყება და 13:00 საათამდე გაგრძელდება.

ასპინძის მერიის მიერ დაგეგმილი ღონიძიებების განრიგი ასეთია:

12:30- დაბის ცენტრში, სამკუთხა პარკში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლის ყვავილებით და გვირგვინით შემკობა. სოფელ რუსთავში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლის ყვავილებით და გვირგვინით შემკობა.

12:00 საათი ადგილობრივი წარმოების პროდუქტებისა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
სპორტული შეჯიბრებები - მკლავჭიდში, ჭიდაობასა და ქვის აზიდვაში.

13:00 საათი საზეიმო კონცერტი - ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.

"შოთაობის" სახალხო დღესასწაული სოფელ რუსთავში ყოველწლიურად აღინიშნება, რადგან ერთ-ერთი ვერსიით შოთა რუსთაველი სწორედ მესხეთის ამ სოფლიდან იყო.
| Print |