კულტურა
ვარძიაში გაწმენდითი სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო
ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, კედლის მხატვრობის გაწმენდითი სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფმა, მხატვრობის ღრმა წმენდა, გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოებისას შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით დაიწყო. მეორე ეტაპი ხანგრძლივი პროცესია და უცნობია, როდის დასრულდება იგი.

კედლის მხატვრობის მდგომარეობის შესწავლის ფარგლებში, ტაძარში მუდმივად მიმდინარეობს გარემო პირობების – ტემპერატურისა და ფარდობითი ტენიანობის აღრიცხვა, მხატვრობაზე მტვრის ეფექტისა და დიდი ზომის ბზარების მონიტორინგი.
მდგომარეობის შესწავლის შემდგომ, პრევენციული ღონისძიებებისთვის რეკომენდაციები მომზადდება. ეს შეეხება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, ჰაერის გამწმენდის, ტენიანობის და ტემპერატურის დარეგულირებას და ტაძრის ინტერიერში განათების მოწყობას.

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში 2016 წლის 31 ოქტომბერს მომხდარი ხანძრის შედეგად, ჭვარტლის ფენით დაიფარა XII საუკუნის კედლის მხატვრობა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ტაძარში კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები ჩატარებულიყო. მასში ჩართული იყო ლონდონის კურტოს ინსტიტუტის წარმომადგენელიც.

ფოტომასალას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.